ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა.
დარჩნილია მხოლოდ სატრანსპორტო კვანძზე მიმდინარე დამატებითი სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელების და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
შესრულებულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.
ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლოატაციაში სრულად შევა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5-კილომეტრიანი გზა.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები