ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ იდლიბის პროვინციაში ზარინი გამოიყენებოდა

ქიმიური იარაღის ამკრძალავმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში აპრილის დასაწყისში განხორციელებული ავიადარტყმის დროს მომწამლავი გაზი – ზარინი გამოიყენებოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბოლო ინფორმაციით, ქალაქ ხან-შეიხუნზე ავიადარტყმის დროს 87 ადამიანი დაიღუპა. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა 10 დაღუპულის ცხედრებს ანალიზი ჩაუტარეს და აცხადებენ, რომ შედეგები ეჭვს არ იწვევს.
ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მზად არიან, ქიმიური შეტევის ადგილზე გაემგზავრონ, რათა ადგილზე შეისწავლონ იქ არსებული სიტუაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები