Fox News-ის ტელეწამყვანი სექსუალურ ზეწოლაში დადანაშაულების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ამერიკული ტელეკომპანია “Fox News”-ის წამყვანი ბილ ო’რაილი სექსუალურ ზეწოლაში დადანაშაულების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამჟამად ო’რაილი ოფიციალურად შვებულებაშია. ოთხშაბათს ის რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.
ჟურნალისტი სექსუალურ ზეწოლაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს. ამის გამო გადაცემა „ო’რაილის ფაქტორში“ რეკლამის განთავსებაზე 50-ზე მეტმა სპონსორმა უარი განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ო’რაილისგან მისმა ყოფილმა ხუთმა თანამშრომელმა ქალმა კომპენსაციის სახით 13 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
თავად ო’რაილი, რომელიც “Fox News”-ში მისი დაფუძნების დღიდან მუშაობს, ამ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები