ტილერსონმა ირანი აღმაშფოთებელ პროვოკაციებში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ირანი აღმაშფოთებელ პროვოკაციებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ ქმედებებს ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაცია შეიძლება მოჰყვეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„თუ სიტუაციას თვითდინებაზე მივუშვებთ, ირანი შესაძლოა, იგივე გზას დაადგეს, რასაც ჩრდილოეთ კორეა და ამაში მთელი მსოფლიო ჩაითრიოს“, – განაცხადა ტილერსონმა ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.
ირანი უარყოფს აშშ-ის ბრალდებებს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობების შესახებ. აშშ ადასტურებს, რომ თეირანი 2015 წელს ხელმოწერილი „ბირთვული გარიგების“ პუნქტებს ასრულებს. ხელისუფლებაში მოსვლამდე,  დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ის ირანთან ბირთვულ გარიგებას გადახედავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები