ტერაქტი ათენის ცენტრში – ბომბი ბანკის შენობასთან ამოქმედდა

ათენის ცენტრში, ბანკის შენობასთან აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელი ტერორისტული აქტის შესახებ საბერძნეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში ანონიმური შეტყობინება შევიდა. სამართალდამცველებმა შენობიდან და ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია დროულად განახორციელეს.
ბომბი ბანკის შესასვლელთან ჩანთაში იყო ჩადებული. აფეთქების შედეგად დაზიანებულია ბანკი და მის გარშემო არსებული შენობები.
ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ ადრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები