ლონდონში აფეთქება მოხდა

ლონდონის ფინსბერი-პარკის რაიონში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია.
ადგილზე 10 სახანძრო ეკიპაჟი და 65 მეხანძრე მუშაობს. საცხოვრებელი სახლიდან კი, სადაც აფეთქება მოხდა, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები