ვახტანგ გომელაური: ორი თვე გვაქვს დარჩენილი, რომ წარვადგინოთ ახალი სააგენტოს ხელმძღვანელი

ორი თვე გვაქვს დარჩენილი, რომ წარვადგინოთ ახალი სააგენტოს ხელმძღვანელი, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე კანდიდატი შერჩეულია, თუმცა მათ ვინაობას ვერ დაასახალებს, რადგან საბოლოოდ შეჯერებულები არ არიან.
„ცალკე გამოიყოფა სააგენტო. ორი თვე გვაქვს დარჩენილი, რომ წარვადგინოთ ხელმძღვანელი. შევარჩევთ სამ კანდიდატურას, შემდეგ კომისია შეჯერდება ერთზე და წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც დაამტკიცებს აღნიშნულ თანამდებობაზე. შერჩეული გვყავს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ჯერ არ ვართ შეჯერებული საბოლოოდ, ვინ იქნება ეს სამი ადამიანი, აქედან გამომდინარე არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ დავასახელო“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები