ვახტანგ გომელაური: ოპონენტებმა ძალიან ბევრი შეკითხვა დასვეს, მე შევეცადე ამომწურავი პასუხები გამეცა

93 მომხრე, 1-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში ცნობად მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა დაიხურა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც პოლიტიკური გამოსვლები იყო.
საპარლამენტო უმცირესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა. მათი თქმით, გამოსვლებს აზრი არ ჰქონდა, რადგან სესია დახურული იყო და ფარსში არ მიიღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნულ ნაბიჯს მმართველმა გუნდმა სპეკულაცია უწოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, იგი შეეცადა ყველა შეკითხვისთვის ამომწურავი პასუხი გაეცა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, სხდომა დახურული უნდა ყოფილიყო, რადგან გარკვეულ საკითხებზე ვერ ისაუბრებდა საჯაროდ.
„კითხვა-პასუხის რეჟიმი ბოლომდე ამოიწურა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს ოპონენტებმა დარბაზი. თუ საინტერესო არ იყო,  შეეძლოთ სხდომა მანამდე დაეტოვებინათ.  მათ ძალიან ბევრი შეკითხვა დასვეს, მე შევეცადე ამომწურავი პასუხები გამეცა, იქიდან გამომდინარე, რა უფლებასაც მაძლევდა კანონი კონტრდაზვერვის შესახებ, სიღრმეებში ვერ ჩავიდოდი, თუმცა ისეთ თემებზე იყო საუბარი, რომელზეც ღია სხდომაზე ვერ ვისაუბრებდი ვერანაირად“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები