სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახლებულ სტრუქტურას მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს.
ახალი სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს – ბიზნესს, ექსპორტს და ინვესტიციებს გააერთიანებს.
„ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება სამი მიმართულება: „აწარმოე საქართველოში-ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში-ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია”. გარდა ამისა, სააგენტოს დაემატა ეკონომიკური ატაშეების ახალი მიმართულება.
ეკონომიკური ატაშეები აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენს ექსპორტიორებისა და ინვესტორების გუნდთან, რათა დააკავშირონ როგორც პოტენციური ინვესტორები, ასევე პოტენციური შემსყიდველები იმ სავაჭრო პარტნიორების ქვეყნებიდან, რომლებშიც იქნებიან წარდგენილნი“, – განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები