დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 8 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის წინადადებას ქვეყანაში 8 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა 522-მა დეპუტატმა, ხოლო 13-მა – წინააღმდეგ მისცა ხმა.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ მეიმ სამშაბათს განაცხადა. მისი თქმით, მიზანშეწონილია, რომ ეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკების დაწყებამდე მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები