ნაზარბაევი აცხადებს, რომ წვერი და შავი ფერის ტანსაცმელი ისლამის ტრადიციებს არ შეესაბამება

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აცხადებს, რომ წვერი და შავი ფერის ტანსაცმელი ისლამის და ყაზახეთის ტრადიციებს არ შეესაბამება. ნაზარბაევის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა სასულიერო პირებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ჩვენი ახალგაზრდები ხშირად ცუდად არიან ინფორმირებულები და წვერს უშვებენ, შარვალს იმოკლებენ. ეს არ შეესაბამება ჩვენს ტრადიციებს. აუცილებელია ამის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა ნაზარბაევმა.
მისივე თქმით, ყაზახები ისტორიულად შავი ფერის ტანისამოსს გლოვის დროს იცვამდნენ. როგორც ნაზარბაევმა აღნიშნა, ყაზახეთში დემოკრატიული ქვეყნის მოწყობის მოდელი უნდა იყოს შენარჩუნებული.
“ჩვენ არ დავუშვებთ ამ მიზნის წინააღმდეგ ქმედებებს“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ყაზახეთში ისლამისტებმა რამდენიმე ტერორისტული შეტევა განახორციელეს. 2016 წლის ზაფხულში ქალაქ აქტობეში განხორციელებულ შეტევებს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 30-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები