ამერიკელი სენატორი რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამორთმევას მოითხოვს

შეერთებული შტატების სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციას ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება უნდა ჩამოერთვას. სენატორი ფიფაში შესაბამისი წერილის გაგზავნას გეგმავს.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფიფაში ჩემს მიერ გაგზავნილ წერილს მხარს დაუჭერენ. თუ საჭირო გახდა, მე შემდგომ ნაბიჯებსაც გადავდგამ ამ იდეის მხარდასაჭერად. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება – მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არ არის. ეს არის რუსეთისთვის ერთგვარი ჯილდო. ეს საშუალებას აძლევს პუტინს, დიდ ფიგურად და პოლიტიკოსად გამოჩნდეს მსოფლიო არენაზე”, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.
რიჩარდ ბრუმენტალი რუსეთს სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური შეტევის ორგანიზატორების მფარველობაში ადანაშაულებს.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთის 11 ქალაქში, 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. მასში 32 ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები