სალომე ზურაბიშვილი: ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება.
“ჩხუბი ვის არ უნახავს პარლამენტში, მაგრამ ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს, ეს მხოლოდ საქართველოში”, – წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დეპუტატების მოსაცდელში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაშავდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა.ზარდიაშვილის მიმართულებით ნასროლი საფერფლე კანდელაკის თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს მოხვდა. კახიძემ ტრავმა თავის არეში მიიღო. დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, სამართალდამცველები კახიძეს გამოკითხავენ და შემდეგ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები