ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირმა პოლიციის ოფიცერი მოკლა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და პოლიციის ოფიცერი მოკლა. კიდევ სამი პოლიციელი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
თავდასხმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სინაის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. სინაის ნახევარკუნძულზე ტერორისტებმა ბოლო თვეებში რამდენიმე სისხლიანი თავდასხმა მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები