ჰოლანდიაში სამეცნიერო გრანტების გადანაწილების ახალ სისტემაზე მუშაობენ
ჰოლანდიაში სამეცნიერო გრანტების გადანაწილების ახალ სისტემაზე მუშაობენ. მისი შემოღების შემთვევაში მოქმედი მეცნიერები ყოველწლიურად 30 ათას ევროს მიიღებენ, მაგრამ მათ ფიქსირებული პროცენტი ყველაზე საინტერესო სამეცნიერო მიმართულებაზე თავად უნდა გადაანაწილონ.
ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მიმართა ჰოლანდიის სამეცნიერო კვლევათა ორგანიზაციას, რომელსაც მსგავსი სისტემის დამკვიდრების საპილოტე პროექტის განხორციელება დაავალა.
მეცნიერები დაფინანსების მსგავსი სისტემის შექმნის აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ დღეს სამეცნიერო გრანტის მოსაპოვებლად პროექტის დაწერას ძალზე დიდი დრო სჭირდება და მისი მოპოვების შანსი საკმაოდ დაბალია. ამიტომ მისი გამარტივება იგეგმება, როდესაც ახალგაზრდა მეცნიერების საინტერესო გამოგონებებს თავად მეცნიერები შეაფასებენ.