ლიბიელმა მეთევზეებმა ზღვაში 28 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ლიბიელმა მეთევზეებმა ხმელთაშუა ზღვაში, ნავში 28 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. ისინი, სავარაუდოდ, შიმშილით და წყურვილით დაიხოცნენ.  ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ლიბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, აჰმაიდ ჰალიფ ამსალამის განცხადებით,  დაღუპულთა შორის ოთხი ქალია. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიგრანტებმა ზღვის გადაკვეთა იმის გამო ვერ შეძლეს, რომ ძრავი გაუფუჭდათ.
დაღუპულთა ეროვნება უცნობია, ისინი, სავარაუდოდ, აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები