შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის კიდევ 2 მეზღვაური იპოვეს

შავ ზღვაში, ქერჩის სრუტის მახლობლად ორი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში, ქერჩის სრუტის მახლობლად, სატვირთო გემი – „არსენალის გმირები“ დღეს გამთენიისას ჩაიძირა. მის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის რუსეთის 9, უკრაინის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე იყო.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სატვირთო გემი რადარებიდან ოთხშაბათს დილით ადრე გაქრა. კატასტროფის ადგილზე 3,5 ბალის შტორმია. გემმა განგაშის სიგნალი გადასცა. გემი პანამის დროშით დაცურავდა. მას რუსეთის პორტ აზოვიდან თურქეთში ხორბალი გადაჰქონდა. სამაშველო ოპერაციას ქარი და ზღვის ღელვა ართულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები