ოთო კახიძე თავის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს (ვიდეო)
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე თავის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კახიძე შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა.
„კვირას“ ინფორმაციით, დეპუტატმა თავის არეში დაზიანება მის თანაგუნდელ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების დროს მიიღო. გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა.