კანდელაკმა პარლამენტის დერეფანში ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც ოთარ კახიძეს თავში მოხვდა
პარლამენტის დერეფანში, შესვენების დროს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „კვირას“ ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა.
ზარდიაშვილის მიმართულებით ნასროლი საფერფლე კანდელაკის თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს მოხვდა. კახიძე, ტრავმა თავის არეში მიიღო.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი