ვისთან აწარმოებენ კონსულტაციებს „რესპუბლიკელები“ და გაერთიანდებიან თუ არა ისინი პრეზიდენტთან

„რესპუბლიკური პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალებს სინჯავს და კონსულტაციებს მართავს”, – ამის შესახებ პორტალ „კვირას პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ ისაუბრა, თუმცა ვინ არიან „რესპუბლიკელების“ შესაძლო პარტნიორები, არ დაუკონკრეტებია.
რაც შეეხება პრეზიდენტთან შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კორძაიას თქმით, მსგავსი ინიციატივა პრეზიდენტისგან არ წამოსულა და აღნიშნულ საკითხზე არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.
„ ყველა პოლიტიკური პარტია არჩევნების წინ საკუთარ შესაძლებლობებს სინჯავს. ჩვენ ამ შესაძლებლობებს ვსწავლობთ, გვაქვს კომუნიკაცია სხვადსხვა პარტიებთან. შემიძლია გითხრათ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არ ითანამშრომლებს დასავლური ღირებულებების არმქონე პოლიტიკურ ძალებთან. ვსინჯავთ შესაძლებლობებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ვნახოთ ეს კონსულტაციები როგორ დამთავრდება. რაც შეეხება პრეზიდენტს, მისგან გაერთიანების შესახებ რაიმე იმპულსი არ მოდის, მას ამის სურვილი არ გამოუხატავს და ამის შესახებ არც კონსულტაციები მიმდინარეობს”, – აღნიშნა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები