არჩილ თალაკვაძე: როდესაც კომისია მუშაობას ასრულებს, ბოიკოტი ვეღარ იქნება

“როდესაც კომისიამ მუშაობა დაასრულა, ვეღარ იქნება ბოიკოტი”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ შესაძლოა, საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადონ.
„როდესაც კომისიამ მუშაობა დაასრულა, ვეღარ იქნება ბოიკოტი – ეს ერთი. მეორე – მოვისმინე განცხადებები, გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ, „ჩვენ ამ კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო“ – არ არის პრობლემა, ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც გავაკეთებთ. ფაქტი ერთია, რომ ათწლეულების განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ, კონტექსტ-კონტექსტ შეცვლილი კონსტიტუცია, რომლის ნაწილებიც იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ ვის რა ინტერესები ჰქონდა სახელმწიფო მმართველობის თვალსაზრისით, იცვლება თანმიმდევრული, გრძელვადიანი სტაბილურ განვითარებაზე გათვლილი კონსტიტუციით“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
​დაწყებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ, საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის უზენაეს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები