ნოვოროსიისკის სამაშველო სამსახური შავ ზღვაში საქართველოს მოქალაქეს ეძებს

ქართული მხარე შავ ზღვაში ჩაძირულ პანამის დროშის სატვირთო გემზე საქართველოს მოქალაქის ყოფნას ადასტურებს. როგორც „კვირას“ საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოდან აცნობეს, 19 აპრილს, გამთენიისას, პანამის დროშის სატვირთო გემი GeroiArsenala (8727604) შავ ზღვაში ჩაიძირა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით რამდენიმე ეკიპაჟის წევრი არის უგზო-უკვლოდ დაკარგული. სამაშველო ოპერაციას აწარმოებს რუსეთის საგანგებო სიტაუციების სამინისტრო, ჩართულია 13 ერთეული მცურავი საშუალება. დადასტურებულია ნოვოროსიისკის სამაშველო სამსახურის მიერ (ალექსეი კოხორი), რომ ეკიპაჟის ერთი წევრი, მოტორისტი უკრაინის მოქალაქე არის გადარჩენილი, ხოლო დანარჩენი ეკიპაჟის წევრების ძებნა მიმდინარეობს.
რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან 9 რუსი, 2 უკრაინელი და 1 საქართველოს მოქალაქე.
გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. გემი თურქული კომპანიის “Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi” (Gunes Shipping & Trading CompanyLimited)-ის საკუთრებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები