არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში გომელაურის მოსვლით ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა

“პარლამენტში გომელაურის მოსვლით ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა, მათ შორის ოპოზიციის მუდმივ წუხილს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ქცევა კამერებთან და მის გარეშე განსხვავდება.მისი ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენა ღია იქნება, კითხვა-პასუხის რეჟიმი კი დახურულ ფორმატში გაიმართება.
„პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსვლით პასუხები ბევრ კითხვას გაეცემა, მათ შორის ოპოზიციის მუდმივ წუხილს იმის თაობაზე, პარლამენტში მოვა თუ არა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ჩააბარებს თუ არა პარლამენტს ანგარიშს. ეს ძალიან საქმიანი ანგარიშია, რომლის განხილვაც საქმიან გარემოში მოხდება. ანგარიში საჯაროა, რომელიც გამოქვეყნებულია და ხელმძღვანელის მიერ მისი წარდგენა საჯაროდ მოხდება. ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, რომ ანგარიშის წარდგენას თვალი პირადად ადევნოს.
რაც შეეხება კითხვა-პასუხის რეჟიმს, ეს ანგარიშის საჯაროობას კითხვის ნიშანს არ უსვამს. გვახსოვს, რომ კომიტეტის სხდომაზე, როგორც კი ჟურნალისტებმა დარბაზი დატოვეს, ოპოზიციონერებმა რიტორიკა შეცვალეს და საქმიან ფორმატში გააგრძელეს განხილვა. როგორც ჩანს, ქცევა კამერებთან და მის გარეშე, გარკვეულწილად განსხვავდება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დეპუტატებს სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები