გია ვოლსკი: ყველა საერთაშორისო მაჩვენებლით, ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს, რაშიც უსაფრთხოების სამსახურის წვლილი მნიშვნელოვანია

“ამ ურთულეს სიტუაციაში, როცა ყველა საერთაშორისო მაჩვენებლით, ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს, უსაფრთხოების სამსახურის წვლილი მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სუს-ის ხელმძღვანელმა, დეპუტატებთან ერთად, პარლამენტში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე უნდა ისაუბროს.
„კითხვები, რასაკვირველია, არსებობს. ვფიქრობ, ძირითადად უნდა ვისაუბროთ უსაფრთხოებასა და სტაბილურობის შენარჩუნების პერსპექტივაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის“, -განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები