ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა.
ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
სხდომა ნახევრადდახურულ რეჟიმში წარიმართება – მოხსენების ნაწილი ღია იქნება, ხოლო კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიხურება.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში გასულ კვირას პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც სუს-ის საქმიანობის თაობაზე დეპუტატებს გომელაურის მოადგილე – ალექსანდრე ტაბატაძე შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები