ისტორიკოსთა პირველმა საერთაშორისო კომისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო

პოლონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ისტორიკოსთა პირველი საერთაშორისო კომისია შეიქმნა. კომისიის წევრები საქართველოსა და პოლონეთში მოღვაწე ისტორიკოსები არიან.
ისტორიკოსების თქმით, უახლოეს პერიოდში იმ საარქივო მასალებს შეისწავლიან, რომლებიც აქამდე არა მხოლოდ საზოგადოებისათვის, არამედ თავად მეცნიერებისათვისაც უცნობი იყო.
კომისია ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიის სხვადასხვა ასპექტს გამოიკვლევს და მოამზადებს სპეციალურ მონოგრაფიას, მოაწყობს გამოფენებს, საერთაშორისო კონფერენციებს ვარშავასა და თბილისში.
პირველი სამუშაო შეხვედრა პოლონეთში უკვე გაიმართა.
შეხვედრას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იან ჯეჯიჩაკი, პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველი ურშულა დოროშევსკა, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის დირექტორი იან მალიცკი და კომისის თავმჯდომარე ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი დავით ყოლბაია დაესწრნენ. კომისიის მორიგი სამუშაო სემინარი თბილისში მაისის ბოლოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები