ედიშერ ქარჩავა: ვადასტურებ, რომ საპატრიარქოდან დაცვის 3 თანამშრომელი გაანთავისუფლეს

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის სამი წევრი სამსახურიდან დაითხოვეს, ამის შესახებ მან „მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვადასტურებ პატრიარქის დაცვის წევრებიდან სამი პიროვნება იქნა დათხოვილი. როგორც ვიცი, ეს დამოკიდებული იყო  შსს დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული დაცვის წევრები გადმოვიდნენ სახელმწიფო დაცვის სტრუქტურაში. რა მიზეზით და რა გარემოებებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამ საკითხებზე დასაბუთებული პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

კითხვას, ხომ არ უკავშირდება დაცვის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლება სოსო ოხანაშვილს, ქარჩავა პასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.

„მე აღნიშნულ გარემოებას ვერ დაგიდასტურებთ, მე ამის შესახებ არ მსმენია, თუმცა აღნიშნული პირადი მოტივით განთავისუფლებას რა თქმა უნდა არ გავიზიარებდი“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, საპატრიარქოდან დაცვის 3 თანამშრომელი გაანთავისუფლეს. როგორც სოსო ოხანაშვილმა საზოგადოებრივს განუცხადა, დაცვის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები