თბილისის მასშტაბით, არსებული ძეგლების გასუფთავების აქცია დაიწყო

შპს “თბილსერვის ჯგუფმა” დედაქალაქის მასშტაბით არსებული ძეგლების გასუფთავების აქცია დაიწყო.
კომპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, გიორგი სააკაძის ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ე.წ კერხერის აპარატით მოირეცხა.
“ანალოგიური სამუშაოები თბილისის სხვადასხვა რაიონში ეტაპობრივად განხორციელდება”, – აცხადებენ “თბილსერვისში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები