საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარს

საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარს. აღნიშნული კვლევა „ყავის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 1.3 კილოგრამ ყავას მოიხმარს.

კვლევების მიხედვით, რეიტინგში პირველ პოზიციებს ძირითადად სკანდივანიური ქვეყნები იკავებენ.
პირველ ადგილზე ფინეთი გავიდა, სადაც ერთი ადამიანი წელიწადში 12 კილოგრამ ყავას მოიხმარს.

მსოფლიო ქვეყნების Top 10-ეული ასე გამოიყურება:

ფინეთი – 12 კგ;
ნორვეგია – 9.9 კგ;
ისლანდია – 9კგ;
დანია – 8.7 კგ;
ნიდერლანდები – 8.4;
შვედეთი – 8.2 კგ;
შვეიცარია – 7.9 კგ;
ბელგია – 6.8 კგ;
ლუქსემბურგი – 6.5;
კანადა – 6.2.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები