პროექტის “კინო სკოლაში” ფარგლებში, პანკისის ხეობაში „გაღმა ნაპირს“ აჩვენებენ

პროექტის “კინო სკოლაში” ახალი სეზონის ფარგლებში, 19 აპრილს რეჟისორი გიორგი ოვაშვილი პანკისის ხეობაში ჩავა.
რეჟისორი მის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ფილმს “გაღმა ნაპირს” ახმეტასა და პანკისის ხეობაში კინოსკოლელებისთვის აჩვენებს. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართება.
ფილმის ჩვენება ახმეტაში 12:00 საათზე შედგება, სადაც კინოსკოლელები რამდენიმე საჯარო სკოლიდან მოიყრიან თავს.
პანკისის ხეობაში კი ფილმს “გაღმა ნაპირი” 15:00 საათზე აჩვენებენ. ღონისძიება სოფელ დუისში გაიმართება. მას კინოსკოლელები პანკისის ხეობის სოფლებიდან – ჯიყოლოდან, ბირკიანიდან, დუმასტურიდან, ყვარელწყალიდან და საკობიანიდან დაესწრებიან.
გიორგი ოვაშვილის ვიზიტი კახეთის რეგიონში კახეთის რეგიონული განვითარების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
“კინო სკოლაში”კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტის მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები