საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა, “ევროპულმა საქართველომაც” დატოვოს

საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა, “ევროპულმა საქართველომაც” დატოვოს.
„ევროპული საქართველო“ საკითხზე პოზიციას ხვალ დააფიქსირებს.
“დღეს, მთელი რიგი მუხლებია დასაზუსტებელი, რომელიც ადამიანის უფლებათა თავს უკავშირდება. მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებას. ეს თავი ჩვენთვის საინტერესოა, მაგრამ არსებობს პრინციპული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის არჩევის წესთან. ვინაიდან ამ საკითხებზე შეჯერება ვერ ხერხდება, კონსულტაციები მიმდინარეობს პოლიტიკურ სპექტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხვალ ჩვენს შეჯერებულ პოზიციას დავაფიქსირებთ. “ევროპულ საქართველოს” არანაირი სურვილი არ აქვს, ისეთი პროცესის ლეგიტიმაცია მოახდინოს, რომელიც მიზნად დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებას არ ისახავს და მიმართულია იქითკენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი თავი შეინარჩუნოს. ამის ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები