ოთარ დანელიას შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობაზე, ერთობლივი ბიზნესფორუმის ორგანიზებაზე.
„ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საქართველოსა და კატარის ერთობლივი ფონდის დაარსების შესახებ, რომლის თაობაზეც ჩემი მინისტრობის დროს კატარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრისას გავახმოვანეთ”, – განაცხადა ოთარ დანელიამ ელჩთან შეხვედრის შემდეგ. უახლოეს პერიოდში, ასევე, იგეგმება ოთარ დანელიას შეხვედრა მის კატარელ კოლეგასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები