აკაკი ზოიძე: პლენარულ სხდომაზე თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი გავა

“პლენარულ სხდომაზე თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი გავა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
როგორც ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობას გააჩნია, დაწყებულია კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება.
”შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობასთან გაგრძელდება დისკუსია. შევაჯერებთ მათთან პოზიციებს და პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტი გავა. შენიშვნებთან დაკავშირებით, კონსულტაციები გვქონდა, გარკვეულ ნაწილში მთავრობამ ჩვენი პოზიცია გაიზიარა, გარკვეულ ნაწილში – ჩვენ გავიზიარეთ მათი პოზიცია. ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელიც იქნება აღსრულებადი და გამოადგება ჩვენს მომავალ თაობებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ.
მთავრობის მხრიდან ერთ-ერთი სადაო საკითხი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ვადებია. ამასთან დაკავშირებით ზოიძე განმარტავს, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული სიახლეები ძალაში 2018 წლის 1 მაისიდან შევა და ეტაპობრივად, კანონი სრულად 2020 წლის იანვრამდე ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები