ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდება

“კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული მუხლი, გარდა აქციზისა გადასახადების გაზრდასა, ახალი გადასახადის შემოღებაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.
როგორც კობახიძემ სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ამ მუხლთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ფართო მსჯელობა იყო. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნებისმიერ რეგულაციას აქვს თავისი ძლიერი მხარეები, ნაკლოვანებები, ამ ყველაფრის აწონ-დაწონვის საფუძველზე გაგრძელდება დისკუსია შესაბამის ჩანაწერებთან დაკავშირებით”.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისია უკვე 3 თვეა მსჯელობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ”საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში უვე ასახულია ორი ფუნდამენტური პრინციპი, პირველი არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, მეორე – ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. ამ ორი ძირითად პრინციპს ეფუძნება საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში პირდაპირ არის აღნიშნული და დაგეგმილი კონსტიტუციაში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ამ ორი პრინციპის რეალიზებისათვის სათანადო გარანტიებს შექმნის, კონკრეტული მუხლებით, კონკრეტული ჩანაწერებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები