მამუკა მდინარაძე პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკონსტიტუციო კომისიის შესაძლო დატოვებას პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ საკონსტიტუციო კომისიის შესაძლო დატოვებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნული პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად შეაფასა.
მისი თქმით, კომისიის დატოვება იმ დროს, როდესაც უკვე მუშაობა თითქმის დასრულებულია, სასაცილოა.
„საკონსტიტუციო კომისიის დატოვება მაშინ, როდესაც კომისიამ თითქმის მუშაობა დაასრულა, სასაცილოა და პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება. არ გამოუვათ. ბუნებრივია, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. გარდა ამისა, მათ როგორც ჩანს კომპეტენციის პრობლემაც აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისია „ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ დატოვა. კომისიის შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ერთ-ერთმა წევრმა შალვა შავგულიძემაც გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები