საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა, „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ დატოვონ

საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა, „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ დატოვონ. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა წევრმა შალვა შავგულიძემ განუმარტა, პარტია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საბოლოო პროექტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით კომისიაში მუშაობას აგრძელებენ.
„ჩვენ ვიმუშავებთ კომისიაში და შევეცდებით, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასარგებლო იყოს კომისიის მუშაობა, მაგრამ თუ ვნახეთ, რომ კომისიის მუშაობა და საბოლოო შედეგი მმართველი ძალის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას მოემსახურება, ამ შედეგზე ვერ და არ ავიღებთ პასუხისმგებლობას და მოგვიწევს კომისიის დატოვება. ძალიან არ მინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ალბათ მოგვიწევს“, – განაცხადა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისია გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები