მამუკა მდინარაძე: ამ ეტაპზე ნამდვილად სასაცილოა საკონსტიტუციო კომისიის დატოვება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიის დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ახლა, ამ ეტაპზე ნამდვილად სასაცილოა საკონსტიტუციო კომისიის დატოვება, რადგან კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა. ლეგიტიმაციაზე და მსგავს საკითხებზე საუბარი არის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, მათ კომპეტენციის პრობლემებიც აქვთ, რადგან თუ ჰკითხავთ, რა საკითხები დააყენეს და რა არ გაითვალისწინა კომისიამ, მათ ამაზე პასუხი ვერ ექნებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო კომისია დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო რამდენიმე დღის წინ პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემაც დატოვა.