მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიზიტს, პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
”ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედებებს. სამწუხაროდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პირველი არ არის ოკუპირებულ რეგიონებში. ვიზიტები 2008, 2009 და 2011 წლებშიც განხორციელდა. ეს არის სრული იგნორირება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ნორმების და პრინციპების. რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როოდესაც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები