”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა

”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა,-ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია შეეცადა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა წინგადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო, თუმცა დოკუმენტი, რომელიც მან მოამზადა ადამიანებს უზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას.
„მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამოძრავებდა სხვა მიზნები, რომელიც გამოიხატება ძალაუფლების უზურპაციაში. ეს კომისია გამოიყენება სწორედ ამ მიზნების მისაღწევად”, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები