„საკონსტიტუციო კომისიასთან და მმართველ გუნდთან შემთხვევაში ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი“
ვფიქრობ, საკონსტიტუციო კომისიასთან და მმართველ გუნდთან ამ შემთხვევაში ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი, რადგან ყველა კარგად ხედავს, რომ კომისიაში მიდის საგნობრივი მსჯელობა ყველა დეტალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არცერთი საკითხი არ დასმულა, რომელზეც კომისიას არ უმსჯელია და ყველა საკითხთან დაკავშირებით მიდის საგნობრივი, სიღრმისეული მსჯელობა.
„გადაწყვეტილებას კომისია იღებს, პრაქტიკულად ხმათა უმრავლესობით ყოველ ჯერზე. საბოლოო კენჭისყრა კომისიას ჯერ არ ჩაუტარებია, აქედან გამომდინარე, წინასწარ ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს, რომელ ნაწილში შევა ცვლილებები, რომელ ნორმაში, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მაისამდე მივიღებთ პროექტის საბოლოო ვარიანტს, რომელსაც გავიტანთ საყოველთაო სახალხო განხილვაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადოს.