ალექსანდრე ტაბატაძე ოპონენტებზე: მათ უკანონო მოსმენის ვერცერთი შემთხვევა ვერ დაასახელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, ოპონენტების მიერ დასმულ კითხვებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ უკანონო მოსმენის ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა ვერ დაასახელეს.
როგორც ჟურნალისტებს ტაბატაძემ 2016 წლის ანგარიშის მოსმენის დასრულების შემდეგ განუცხადა, მან დეპუტატების კითხვებს კანონიდან გამომდინარე ამომწურავი პასუხები გასცა.
”იყო უკანონო მოსმენებზე კითხვა და ამაზე ჩემი პასუხი იყო ასეთი – მითხარით ერთი კონკრეტული შემთხვევა, თუმცა მათ ასეთი ვერ დაასახელეს. ”, – განაცხადა ტაბატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები