ზურაბ ტყემალაძე: თუ ბლოკის საშუალება იქნება, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ გავერთიანდებით

კანონის დარეგულირების შემდეგ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში უმრავლესობასთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულო პრესკონფერენციაზე „მრეწველთა“ პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
ტყემალაძის ინფორმაციით, „მრეწველები“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ და თუ ბლოკები არ აიკრძალება, ამ შემთხვევაში ისევ „ქართულ ოცნებასთან” იქნებიან კოალიციაში.
„ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, შევხედავთ კანონით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და თუ კანონით არ აიკრძალება ბლოკები და გაერთიანებები, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან” გავერთიანდებით, რადგან ისედაც უმრავლესობას წარმოვადგენთ“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები