ზურაბ ტყემალაძე: ჩანაწერი კონსტიტუციაში ოჯახთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს

მე ვარ ამ კომისიის წევრი და ოჯახის ჩანაწერთან დაკავშირებით როცა მოვიარეთ რეგიონები ყველა ერთ აზრზეა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა“ ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
ტყემალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ჩანაწერის გაჩენით არავის უფლება არ ილახება. „მე პირადად ვარ ამ კომისიის წევრი და მოვიარეთ თითქმის ყველა რეგიონი, სადაც მოსახლეობის აზრი ერთგვაროვანი იყო და ყველამ გამოთქვა სურვილი, რომ ოჯახის, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის შესახებ ჩანაწერი უნდა არსებობდეს, მე არ ვთვლი, რომ ამით ვინმეს უფლება ილახება, ესაა საზოგადოების უმრავლესობის აზრი და ამ აზრს პატივი უნდა ვცეთ. ჩანაწერი ოჯახთან დაკავშირებით კონსტიტუციაში უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები