სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფები მორიგ გაერთიანებულ სხდომას მართავენ.
სამუშაო ჯგუფების დღევანდელი გაერთიანებული სხდომა კონსტიტუციის პროექტის 38-ე მუხლის განხილვით დაიწყო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესს და მათ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს.
მეორე სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხები შედის, ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონსტიტუციის შესაბამის თავებზე მუშაობს.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები