სოსო მანჯავიძე: მარგველაშვილის პერსონა ჩემთვის მიუღებელია

მარგველაშვილს სახელმწიფო ინტერესებთან შეხება არანაირად არ უნდა, რომ ჰქონდეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა.
მანჯავიძეს ინფორმაციით, მარგველაშვილი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს, რაც შეეხება ქვეყანაში მმართველობის სისტემას, საკრებულოს წევრს მიაჩნია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნისთვის ქვეყანა ჯერ მზად არ არის. „საქართველოში უნდა იყოს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა, სადაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციაც და პასუხისმგებლობაც, ქვეყანაში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანას ძლიერი ხელისუფალი სჭირდება, რაც შეეხება მარგველაშვილს, მისი პერსონა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ის არასდროს არ გამოდის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები