„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციის აღებას ხვალიდან შეძლებენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკი“-ში (მერიის მომსახურე ბანკის) ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.
დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან „თი ბი სი ბანკის“ სამ ფილიალში შეძლებენ: ცენტრალურ ფილიალში-ჭავჭავაძის N11-ში, მარჯანიშვილის ფილიალში – მარჯანიშვილის N 7-ში და დიდუბის ფილიალში – წერეთლის N 117-ში.
„ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეები შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ.
თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები