საქართველოს ექიმთა ასოციაცია „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საქართველოს ექიმთა ასოციაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.
ასოციაცია განცხადების გაკეთებას მედია-ჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ხვალ, 13 აპრილს, 11:00 საათზე გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექიმთა ასოციაცია (სეა) 1989 წლის 5 მაისს დაფუძნდა და იგი პირველი არასამთავრობო, პროფესიული ორგანიზაციაა საქართველოში. ორგანიზაცია 1995 წლიდან არის ევროპის ექიმთა ასოციაციებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფორუმის (EFMA&WHO) წევრი. ამასთან, 2002 წლის ოქტომბრიდან კი ექიმთა მსოფლიო ასოციაციის (WMA) წევრი.
2011 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ექიმთა ასოციაციების ფორუმის (SEEMF) წევრი. 2015 წლიდან – ევროკავშირის ექიმთა მუდმივმოქმედი კომიტეტის (CPME) წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები