რატომ გაძვირდა სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფი – კომპანიის წარმომადგენელი განმარტებას აკეთებს
კომპანია “გაზკო პლიუსის”-სკომპანიის დისტრიბუციის სამსახურის უფროსის, დიმიტრი პაჭკორიას მტკიცებით, სენაკის აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის აწევა გაზის მიმწოდებელი კომპანიის ტარიფების ცვლილებამ გამოიწვია.
დიმიტრი პაჭკორია სენაკში გაზის ტარიფის დაწევას არ გამორიცხავს.
„ვიმედოვნებთ, რომ მარეგულირებელი კომისია, მთავრობა და კომპანიები ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ტარიფები ისე დარეგულირდება, რომ მოსახლეობას ზედმეტად არ დააწვეს მხრებზე. შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მიდის მუშაობა იმაზე, რომ გადასახადმა დაიწიოს”, – აცხადებს პაჭკორია.
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სენაკში, გაზგამანაწილებელი კომპანიის მიერ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდას მიუღებელი უწოდა.
გაზის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ენერგეტიკის სამინისტრომაც.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის “გაზკო პლიუსის” მიერ იქნა მიღებული – სენაკის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა.