“პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი”

“ჩვენ ვემხრობით პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
ვახტანგაშვილი თლის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი, იგი „ეროვნული ფორუმის“ სახელით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობაზეც საუბრობს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა ხდებოდეს პირდაპირი გზით, მაგრამ თუ ხელისუფლებას ამის სურვილი არ აქვს, ეს საკითხი შეიძლება მარტივად გადაწყდეს და ჩატარდეს რეფერენდუმი, ვკითხოთ ხალხს, როგორი არჩეული პრეზიდენტი უნდა. ჩვენ ასევე, სურვილი გვაქვს გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. გაუნაწილებელ მანდატებთან დკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს მანდატები ხელისუფლებას არ უნდა რჩებოდეს, რადგან მანდატების რაოდენობა 30-მდეა და თუ ხელისუფლებამ მიითვისა 30 მანდატი, ეს მათ ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებს“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები