სოსო ვახტანგაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლას სიმწვავე არ მოაკლდება

“ვვარაუდობ, რომ პარლამენტში საკმაოდ მწვავე დებატები იქნება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა განცხადა.
ვახტანგაშვილი პრემიერ კვირიკაშვილის პოზიციას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ შეხვედრებს თავს არასდროს არიდებს. ვახტანგაშვილი პარლამენტში მწვავე დებატებს ვარაუდობს.
„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლას სიმწვავე არ მოაკლდება და ვვარაუდობ, რომ პარლამენტში საკმაოდ მწვავე დებატები იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ დაგროვდა ბევრი თემები, რაზეც პრეზიდენტს აქვს სასაუბრო, ერთ-ერთი მათგანია მისი ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა. მე აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერია, შეინიშნება დადებითი ტენდენცია, რაც მეტყველებს დემოკრატიაზე. პრემიერი არასდროს არიდებს თავს იმ შეხვედრებს, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოდის“, – განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები